სასამართლო პროცესი

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღეს მსჯელობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე გაიმართა. ასევე სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულებმა. მათი თქმით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, რომლითაც მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდება.

შეგახსენებთ, საქმეზე ბრალდებულ რვა პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. პროცესის პარალელურად, დაკავებულებისთვის სოლიდარობის ნიშნად, სასამართლოს ეზოში მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ.