სასამართლო პროცესები

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ საბა ჯიქიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა მიიღო. საბა ჯიქია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დღესვე სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ანზორ კვარაცხელიას. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს – კერძოდ პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება.