სასამართლო პროცესები

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტის, ონისე ცხადაძისა და კიდევ ოთხი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუასა და გურამ მირცხულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. სასამართლოს შენობაში და ასევე სხდომათა დარბაზში თეატრის, კინოს მსახიობები, იუმორისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან. დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ხატია ჯამალაშვილი გვიერთდება სასამართლოდან პირდაპირ ეთერში.