სასამართლო პროცესები

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს – კერძოდ პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა ასევე საბა ჯიქიას, ხოლო მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი ერთ საათში დაიწყება. მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, ექვს პირს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდება ოფიციალურად წარედგინა.

ხატია ჯამალაშვილი გვიერთდება ბოლო ინფორმაციით პირდაპირ ეთერში.