საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები

12:23, 25.10.2025
საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები გამთენიისას დასრულდა. მოსამართლემ მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მას პროკურატურა რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ლემონჯავას კი 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ის 24 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. შსს მას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
რაც შეეხება რეჟისორსა და „ფორმულას“ დამფუძნებელ გიორგი ლიფონავას, ის საპატიმროში სამ დღეს გაატარებს. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო „დროას“ წევრ, ნათია ლეთოდიანთან დაკავშირებითაც. ის მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება „დროას“ წევრს რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

მსგავსი