აქციებზე დაკავებულთა სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესები დილიდან მიმდინარეობს. დილას უკვე გაიმართა ექიმ გიორგი ახობაძის პროცესი, რომელსაც გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. კერძოდ, საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის შეძენა-შენახვაზე. აღნიშნულ საქმეზე მოსამართლემ, აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა გამოიყენა.

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს პირველი არხის პროექტის „წიგნების თაროს“ ერთ-ერთი მონაწილის, ნიკა სვანიძის სასამართლო პროცესი, მოსამართლემ სვანიძე ნაწილობრივ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.