სასამართლო ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

ორ საათზე მეტია, საქალაქო სასამართლო ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. სხდომა დაახლოებით ერთი საათის წინ დაიხურა დარბაზში ხმაურის გამო, მანამდე კი დაკავებულთა ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებიან პოლიტიკოსები, ოპოზიციური პარტიების ლიდერები, დაკავებულთა ოჯახის წევრები.

ხატია ჯამალაშვილი გვეტყვის, რა განცხადებები გაკეთდა სასამართლოსთან და რა ხდებოდა სხდომათა დარბაზში პროცესის დახურვამდე.