სასამართლომ გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა

15:18, 10.07.2026

სასამართლომ გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ორივე ბრალდებულს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ერთ-ერთ ბრალდებულს, დავით დეკანოსიძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნაა გამოცხადებული. თორნიკე კაჭარავა კი პენიტენციურ დაწესებულებაშია.

ბრალდება 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 2015 წელს მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება, საქმესთან შეხების მქონე სხვა პირთა დადგენის მიზნით.

მსგავსი