სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია 

12:30, 05.10.2026

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი სარდალიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 23 წლის ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ტაივანელი იუნგ ვეი-იანგი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა. შეჯიბრზე მედლები მამაკაცთა შორის სამოც და ქალთა შორის 48 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდა. დღეს კი მსოფლიო პირველობაზე ქართველებიდან ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებს.

მსგავსი