სარაკეტო იერიში კიევზე

15:12, 01.08.2026

რუსეთის მიერ კიევზე გამთენიისას განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 27 რუსული ბალისტიკური რაკეტიდან მხოლოდ ერთის ჩამოგდება შეძლეს. მან პარტნიორებს მოუწოდა, რაკეტების საწინააღმდეგო საშუალებები დაუყოვნებლივ მიაწოდონ.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 35 რაკეტა გაუშვა, მათგან 27 ბალისტიკური იყო, ასევე გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 185 დამრტყმელი დრონი. მომხდარის ადგილას მივიდა კიევის მერიც. ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა, რომ თავდასხმები დედაქალაქის ხუთ რაიონზე მიიტანეს.

მსგავსი