სარაკეტო დარტყმები ოდესაზე

საოკუპაციო ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას რეგიონული ადმინისტრაციის პრესსპიკერი ავრცელებს. მანამდე, ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა ოთხი რაკეტა გაისროლეს. „მტერი განაგრძობს რეგიონის ინფრასტრუქტურის არა მხოლოდ ფიზიკურ განადგურებას, არამედ მშვიდობიან მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას,“- აცხადებენ სამხედრო ადმინისტრაციაში. მათივე ცნობით, სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.