სარაკეტო დარტყმები კიევზე

უკრაინაზე ავიაიერიშები გრძელდება – კიევზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმას მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ. გარდაცვლილია „რადიო თავისუფლების“ უკრაინული ბიუროს თანამშრომელი, ჟურნალისტი ვერა გირიჩი. მანამდე კი დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევის შევჩენკოს რაიონში საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში ერთი ცხედარი იპოვეს. მისივე ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია ოთხი დაშავებული.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკიმბობს, რომ რუსეთის არმიამ კიევზე იერიში მაშინ მიიტანა, როდესაც დედაქალაქს გაერო-ს გენერალური მდივანი სტუმრობდა.