სარაკეტო დარტყმები კიევის ოლქზე

მორიგი სარაკეტო დარტყმები კიევის ოლქზე. ალექსეი კულებას განცხადებით, ოკუპანტების სამიზნე ერთ-ერთი დასახლება გახდა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსულმა ძალებმა დაბომბეს ზაპოროჟიეც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ღამის განმავლობაში დრონებით ოთხი თავდასხმა განხორციელდა, დილით კი „S 300“ ტიპის კიდევ ათი ჭურვი ისროლეს. განადგურებულია ენერგეტიკული და სამრეწველო ინფრასტრუქტურა.

ღამის განმავლობაში დაიბომბა დნეტროპეტროვსკის ოლქის სამი დასახლებაც, მათ შორის ნიკოპოლი, სადაც 50-მდე ჭურვი ჩამოაგდეს, დაშავებულია ორი ადამიანი. სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები გახდა.