საქართველოში კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა იმართება

პირველად საქართველოში კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა იმართება.

ღონისძიება მსოფლიოში ცნობილი ავტომრბოლელი ზოი ვითაკერის ინიციატივით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძეც დაესწრო.

რბოლამ ევროპის მოედნიდან აიღო სტარტი და ოთხ დღეს გაგრძელდება. ავტორბოლის მონაწილეები საქართველოს უძველეს ქალაქებს, სოფლებს მოივლიან, გაეცნობიან ისტორიულ არქიტექტურას.

რბოლა თბილისში დასრულდება, მანძილი 900 კილომეტრია.

რბოლას, რომელშიც 15-მდე საკოლექციო ავტომობილი მონაწილეობს, ამერიკელი  მრბოლელი ჯენ კობი შეუერთდა.

რბოლა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.