საქართველოში ახალი პროფესიული საბრძოლო ლიგა დაარსდა – georgian Combat League. მთავარი მისია რეგიონებში ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენების აღმოჩენა და მომზადებაა, საერთაშორისო ასპარეზისთვის. ახალი ორგანიზაციის ეგიდით წელიწადში 5–6 ოფიციალური შეჯიბრება სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება. ტურნირებზე გამარჯვებული და გამორჩეული სპორტსმენები იასპარეზებენ წლის ფინალურ ღონისძიებაზე, სადაც ქვეყნის საუკეთესო მებრძოლები შეირჩევიან.