საქართველოს ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია

12:20, 14.08.2026

ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყირგიზ კოლეგას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. ულან ნიაზბეკოვი საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა უკვე გაიმართა, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს. ორმხრივ შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა  საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში  ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და ორმხრივი კავშირების შემდგომ გაღრმავებას.

მსგავსი