საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წარმატება
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდება – ფინალური შეხვედრა 21:30 საათზე დაიწყება. გუშინ კი ჩვენმა გუნდმა გერმანია 19:13 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები უკვე მსოფლიოს თასზეა. რევაზ ჩომახიძის გუნდმა მალტაში გამოსვლა თურქეთთან წაგებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ბრაზილიასა და სლოვენიას აჯობა და პლეი ოფში გავიდა, სადაც ჯერ თურქეთს, უკრაინასა და გერმანიას მოუგო.
მსოფლიოს თასის ფინალური ეტაპი 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება და მასში რვა უძლიერესი ნაკრები ითამაშებს: საქართველოსთან ერთად ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი, ხორვატია, ავსტრალია და მონტენეგრო იასპარეზებენ.