საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები თბილისის მერიის თასის გამარჯვებულია

18:22, 08.07.2018

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები თბილისის მერიის თასის გამარჯვებულია.

დიღომში, ოლიმპიურ აუზზე დასრულებულ საერთაშორისო ტურნირში სლოვაკეთის, თურქეთისა და ყაზახეთის ნაკრებებიც მონაწილეობდნენ. საქართველოს ნაკრებმა სამივე მეტოქე დაამარცხა, დღეს კი თურქეთს 19:5 მოუგო და პირველობა დამსახურებულად მოიპოვა.

ქართველი წყალბურთელთათვის ეს ბოლო მოსამზადებელი ეტაპი იყო 2018 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 14-28 ივლისს ბარსელონაში ჩატარდება.

ჩვენი ნაკრები ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს.

მსგავსი