საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მზადება

15:31, 08.07.2026

22-26 ივლისს საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ტურნირი ავსტრალიაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას პლანეტის რვა საუკეთესო გუნდი მიიღებს. ეროვნული ნაკრები მოსამზადებელ ეტაპს თბილისში გადის. ჩვენი გუნდი ტურნირამდე 12 ივლისს ჩინეთში გაემგზავრება, სადაც სპარინგ შეხვედრებს გამართავს. სიდნეიში მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 ივლისს იტალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი