საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. რეზო ჩომახიძის გუნდი პირველ შეხვედრას დღეს უნგრეთის მატჩის წინააღმდეგ ჩაატარებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 საუკეთესო ნაკრები თამაშობს. საქართველო ა-ჯგუფში იასპარეზებს და მეტოქეები უნგრეთის, იტალიისა და გერმანიის ნაკრებები იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარდგება ქართველი მსაჯი ირაკლი კიკალიშვილი, რომლისთვისაც ეს ევროპირველობა, ჩვენი ნაკრების მსგავსად, მესამე იქნება. ბარსელონაში დელეგატად იმუშავებს საქათველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ბითაძე. საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.