საქართველოს წარმატება ამერიკულ ფეხბურთში
სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს „ოაზისის თასზე“ მიღწეული წარმატება მიულოცა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ფალავანდიშვილი და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები. მხარეებმა ისაუბრეს ევროპის ჩემპიონატის შესახებ, რომელიც 25-27 სექტემბერს პარიზში გაიმართება და 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელზეც ამერიკული ფეხბურთიც იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა აბუ-დაბიში „ოაზისის თასზე“ იასპარეზა. ტურნირი ფლეგ-ფეხბურთში მიმდინარეობდა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.