საქართველოს ტექბოლის ფედერაციამ პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ტექბოლის ფედერაციამ 35-ე საფეხბურთო სკოლაში პრეზენტაცია გამართა. ტექბოლი ფეხბურთზე დაფუძნებული სპორტის ახალი მიმდინარეობაა, რომლის სათამაშოდ საჭიროა სპეციალური მაგიდა და ბურთი. ეს თამაში ხელს უწყობს ახალი ტექნიკური უნარების შეძენას.

საქართველოს ტექბოლის ფედერაციის დამფუძნებლები არიან რევაზ და არჩილ არველაძეები, დიმიტრი ბოკერია, ნიკა ჩხეიძე. მათ ტექბოლის საკლუბო განვითარების პროგრამა წარადგინეს. პრეზენტაციის დასრულებისთანავე კი გაიმართა ტურნირი წყვილებში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, დავით თარგამაძე მონაწილეობდა.

ფედერაციის დამფუძნებლებმა ტექბოლის მაგიდები საფეხბურთო გუნდების წარმომადგენლებს გადასცეს, რომლებმაც ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.