საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება

თავდაცვის მინისტრი საქართველოდან უკრაინის პრეზიდენტის მიერ ელჩის გაწვევას შეცდომად აფასებს. ჯუანშერ ბურჭულაძე იმედოვნებს, რომ გაურკვევლობა მალე მოგვარდება. მისივე თქმით, ქვეყანა ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად. ბურჭულაძე ამბობს, რომ უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარებით საქართველო პირველ ადგილზეა. ასევე, ქვეყანა მიერთებულია ყველა ძირითად სანქციას.