საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში იმყოფება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კიევში იმყოფება – შეხვედრა გაიმართა უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან. დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებული ბუჩა და ირპენიც მოინახულეს. უკრაინული მხარის თხოვნით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად ვრცელდება. უკრაინაში მუშაობას განაგრძობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი.

ნოდარ ჩაჩუა და შოთა ჩოხელი გამოდიან კავშირზე.