საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მზადება

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ირაკლიონის „დიო აორაკია“ (Dyo Aorakia) არენაზე ივარჯიშა.

ეროვნულ გუნდს საბერძნეთში ამერიკელი თად მაკფადენი შეუერთდა. რომელიც კრეტაზე დეტროიტიდან ჩავიდა. როგორც თამაშის წინა დღეებში ხდება, გუნდის სამწვრთნელო შტაბმა აქცენტი კონკრეტულ კომბინაციებს დაუთმო. პირველი ვარჯიში საათნახევარი გაგრძელდა.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 21 თებერვალს, თბილისის დროით 22:30 საათზე ირაკლიონში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლოს წინა ტურში საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.