საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მზადება აგვისტოს მატჩებისთვის 

15:28, 15.08.2026

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა აგვისტოს მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი 23 აგვისტოს თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში ისრაელთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე კი საქართველო 28 აგვისტოს მონტენეგროს უმასპინძლებს, ხოლო 31 აგვისტოს პორტუგალიას ესტუმრება.

მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ გუნდს ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო მამუკელაშვილი დაუბრუნდა. ესპანეთთან და უკრაინასთან ერთად, მეორე ეტაპზე საქართველოს ჯგუფში საბერძნეთი, მონტენეგრო და პორტუგალია არიან. სამი საუკეთესო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. ეროვნული ნაკრების მატჩებს პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი