საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვება ევრობასკეტზე
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება. პირველად ისტორიაში ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის რვა საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა და მეოთხედფინალში გავიდა. ლატვიის დედაქალაქში ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა ევრობასკეტის ერთ-ერთი ფავორიტი – საფრანგეთი დაამარცხა. პირველი წუთიდან დაძაბული შეხვედრა ათქულიანი სხვაობით დასრულდა. საფრანგეთი საკმაოდ ძლიერი მეტოქე იყო – ის მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს. ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ამჯერად წინა ევრობასკეტის ვიცეჩემპიონს მოუგო. წინ ფინეთთან თამაშია, რომელიც 10 სექტემბერს ისევ რიგაში გაიმართება.
ემოციები ისტორიული მოგების შემდეგ და ქართველი ქომაგები „ქსიაომი არენაზე“ – ლუკა ჭოჭუასა და ნიკოლოზ ბერაძის რეპორტაჟი.