საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამარჯვება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა. შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში დანიის დამარცხების შემდეგ, ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებენ. „თბილისი არენაზე“ გამართული მატჩი დაძაბული აღმოჩნდა, რადგან შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. მატჩის საფინალო სირენამდე ექვსი წამით ადრე, დუდა სანაძემ გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 62:60.

ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც გუნდს 19 ქულა მოუტანა. მიღწეული წარმატების გამო, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ნაკრების წევრები, სამწვრთნელო შტაბი და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ღირსების ორდენზე წარადგინეს.