საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. სალომე ზურაბიშვილი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას მორიგი სასტიკი თავდასხმის შემდეგ. „როდესაც ვხედავთ კადრებს კრემენჩუკიდან, მსურს, გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ ამ მორიგი სასტიკი თავდასხმის გამო. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ ვთქვა: თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.