საქართველოს პრეზიდენტის გამოხმაურება

რუსული ძალების მხრიდან ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტის დაბომბვას წერილობით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი დღის შემდეგ, რუსეთის ეს ქმედება არის ძალადობრივი და დასაგმობი. „რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც საკუთარ სიტყვას და არც გლობალურად არსებულ ჰუმანიტარულ პრობლემებს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.