საქართველოს პოზიციები საერთაშორისო სასამართლოებში

ადამიანის უფლებები და პანდემიის დროს მომსახურების სერვისის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. იუსტიციის სამინისტროს 2020 საქმიანობა და მთავარი გამოწვევები. უწყების ხელმძღვანელმა აქცენტი საქართველოდან ევროსასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობის შემცირებაზე გააკეთა და საერთაშორისო დავებზეც გაამახვილა ყურადღება.

2008 წლის ომის საქმე, რუსეთიდან საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეების საქმე და ჰააგაში მიმდინარე გამოძიება ომის თემაზე, სადაც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს. ამ სამ საერთაშორისო დავაში საქართველო წინსვლასა და პოზიტიურ გადაწყვეტილებას ელოდება.