იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების ინიციატივით, თბილისში პირველი კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მისი მიზანი საქართველოს პირველი კონსტიტუციის ისტორიული მნიშვნელობის წარმოჩენა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება იყო. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა კონსტიტუციურ თემებზე მოხსენებები წარადგინეს. ასევე აირჩიეს ორგანიზაციის საპატიო წევრები, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე სამართალმცოდნეებს კი სპეციალური ჯილდო გადაეცათ.