საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტისა და ოპერატორის გამოკითხვა მარნეულში

12:05, 30.09.2020

დილამდე გაგრძელდა მარნეულში საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტისა და ოპერატორის გამოკითხვა. რეგიონში მომხდარი დაპირისპირების დროს, ჩვენი არხის ოპერატორს, ზაზა ბარამიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე უკვე დაიწყო. მარნეულში დაპირისპირება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მოხდა. დაშავდა „მთავარი არხის“ ოთხი თანამშრომელი, მათგან ერთი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.

მსგავსი