საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრები საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრები მიუნხენში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოში დაბრუნდა. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობაზე 13 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და მათგან 12-მა მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ანა ჯაფარიძე და ანდრეი სლეპცოვი გახდნენ. ორი ოქროს მედლის გარდა, ქართველი პარატაეკვანდოისტების ანგარიში სამი ვერცხლი და შვიდი ბრინჯაოა. საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში მეორე ადგილი დაიკავა და გუნდური თასის მფლობელი გახდა.