საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრების წარმატება
საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. მათ აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა პარა ძიუდოისტებმა 7 მედალი – 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ევროპის ჩემპიონები რევაზ ჩიკოიძე, საბა ბაღდავაძე და ლევან გუგავა გახდნენ.