საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის სერია მოგებით დაიწყო

21:30, 08.11.2025

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ტესტმატჩების სერიის პირველი შეხვედრა აშშ-ის ნაკრებთან გამართა და 43:30 დაამარცხა. ბათუმის სტადიონზე გამართულ მატჩზე გულშემატკივარმა ბევრი ლელო იხილა. ანგარიში ბორჯღალოსნებმა გახსნეს, თუმცა, შემდეგ სტუმრებმა სამი ლელოს დადება მოახერხეს. საბოლოოდ პირველი ტაიმი 26:24 დასრულდა, მეორე ნახევარში კი ჩვენმა მორაგბეებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს კვლავ ბათუმში გამართავს და ამჯერად კანადას დაუპირისპირდება, ხოლო 22-ში თბილისში იაპონიას უმასპინძლებს.

მსგავსი