საქართველოს ნაკრებმა მალტა 1:0 დაამარცხა

12:40, 02.06.2018

საქართველოს ნაკრებმა მალტა დაამარცხა. ავსტრიაში გამართულ შეხვედრაში „ჯვაროსნები“ პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს. 53-ე წუთზე ვაკო გვილია მეორე ყვითელი ბარათისთვის გააძევეს. ამის მიუხედავად, საქართველომ მეტოქეს თამამად შეუტია და ბოლოს მიზანს მიაღწია: 89-ე წუთზე, ოთარ კიტეიშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გურამ კაშიამ გამოიყენა და საქართველომ 1:0 მოიგო.

შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 5 ივნისს ლუქსემბურგში ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს.

 

მსგავსი