საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის ტურნირი მოგებით დაიწყო

15:30, 25.07.2026

საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში მიმდინარე საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირზე პირველი მატჩი გამართა – სოლიდარობის თასზე ჩვენი გუნდი მონტენეგროს დაუპირისპირდა და ტურნირი გამარჯვებით გახსნა – 76:63.

საქართველოს კანდიდატთა ნაკრები კიდევ ორ მატჩს გამართავს – 25 ივლისს მასპინძელ ჩინეთს შეხვდება, 27 ივლისს კი კვლავ მონტენეგროს დაუპირისპირდება. გუნდს საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის ასისტენტი, მარკო ესპოზიტო წვრთნის.

მსგავსი