საქართველოს ნაკრების მზადება

12:31, 08.10.2025

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ესპანეთში შეკრებაზე პირველი ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ნახევარმცველ საბა ლობჟანიძეს და გიორგი გულიაშვილს, რომლებიც ნაკრებს გვიან შეუერთდნენ.

ოქტომბერში საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ შეხვედრას გამართავს. 11 ოქტომბერს ესპანეთთან, 14 ოქტომბერს იზმითში, თუქეთთან. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი