საქართველოს ნაკრების მზადება

12:33, 19.03.2025

ერთი დღე საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩამდე – ჩვენი ნაკრები უკვე გაემგზავრა მეტოქესთან შესახვედრად. დღეს ქართველი ფეხბურთელები მატჩისწინა ვარჯიშს ჩაატარებენ. მანამდე კი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

მსგავსი