საქართველოს ნაკრები უნგრეთთან მატჩში დამარცხდა
ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნულ გუნდს ესტუმრა და 1:0 დამარცხდა. „პუშკაშ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე მილოშ კერკეზმა გაიტანა. საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა, გიორგი მიქაუტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ მომენტებით ვერ ისარგებლეს.
ერთა ლიგის B 2-ის ჯგუფში ჩატარებული სამი ტურის შემდეგ, შვიდი ქულით დაწინაურდა ჩრდილოეთ ირლანდია, ოთხ-ოთხი ქულით, მეორე-მესამე ადგილზე უკრაინა და უნგრეთი არიან, საქართველოს ნაკრები კი ერთი ქულით ბოლო ადგილს იკავებს.