საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

პირველად ისტორიაში, საქართველოს კალათბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. გუშინ ისლანდიასთან დამარცხების მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა შეძლო ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება და დაგროვილი ქულებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. მატჩი დაძაბული გამოდგა. გუნდები თანაბარი უპირატესობით სარგებლობდნენ.

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებზე გაიმართება და მასში მონაწილეობას 32 ქვეყნის ნაკრები მიიღებს.