საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის პლეი ოფშია. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, შესაბამისად, ამ ურთიერთშეხვედრაში მოპოვებული უპირატესობით ჩვენმა გუნდმა ჯგუფში ესპანეთს აჯობა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი პლეი ოფს მიღმა დატოვა. გუშინდელმა შეხვედრამ საშუალება მისცა ჩვენს ნაკრებს, პლეი ოფში გადასულიყო. რაც შეეხება ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას, ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი ბოსნია ჰერცეგოვინასთან 84-76 დამარცხდა.
მარცხის მიუხედავად, ჩვენი ნაკრები პლეი ოფში გამსვლელ მეთხე ადგილზე გავიდა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქე პლეი ოფში D ჯგუფის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები იქნება. შეხვედრა რიგაში 7 სექტემბერს, თბილისის დროით, 16:15 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.