საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებულია

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C 4-ი ჯგუფის გამარჯვებულია – ვილი სანიოლის გუნდმა პირველი ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი, ჩრდილოეთ მაკედონია მეორედაც – 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 36-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმის შემდეგ გახსნა, ბურთი საკუთარ კარში სტუმართა მოთამაშემ ჩაჭრა. საბოლოო ანგარიში კი 64-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, ისევ კვარაცხელიამ დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მოგება საკუთარ ისტორიაში მეორედ მოახერხა და ევრო 2024-ის პლეიოფში თამაში და ერთა ლიგის „ბ“ ლიგაში გადასვლა გაინაღდა. ტურნირის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტარის ნაკრებთან გამართავს.