საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ქაბულიდან

საქართველოს მოქალაქეები ავღანეთის დატოვებას ცდილობენ – ქაბულში ამ მომენტისთვის ჩვენი 23 თანამემამულე იმყოფება, რომლებიც კერძო კომპანიებში არიან დასაქმებულები. ისინი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები არიან. „თალიბანის“ კონტროლქვეშ მოქცეული დედაქალაქიდან მათ გამოყვანაში საქართველოს თურქეთი ეხმარება. კერძოდ, თურქულმა მხარემ აეროპორტამდე მათი უსაფრთხო ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს.

ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნის ავიაკომპანიით შეძლებენ ისინი სამშობლოში ჩამოფრენას. საქართველოს მოქალაქეები ამ წუთებში ორ სხვადასხვა ბაზაზე არიან განაწილებულები და ტრანსპორტირებას ელოდებიან. ჯერ კიდევ გუშინ მათ გადასაყვანად უკრაინული მხარე იყო მზად, თუმცა გაზრდილი საფრთხეების გამო, საქართველოს მოქალაქეები ქაბულის აეროპორტამდე ვერ მივიდნენ.

გიორგი კობერიძე არკვევს დეტალებს – მოხერხდება თუ არა დღის ბოლომდე საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა ქაბულიდან?