საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში ინდივიდუალური ასპარეზობა დღეს იწყება. ფიგიურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაში საქართველომ მეოთხე ადგილი დაიკავა. ფინალში თავისუფალი პროგრამით ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა, ნიკა ეგაძემ და ანასტასია გუბანოვამ იაპარეზეს.
ნიკა ეგაძეს მსაჯებმა 154.79 ქულა დაუწერეს. მის გამოსვლამდე საქართველოს ნაკრებს 50 ქულა ჰქონდა და გუნდურ ჩათვლაში მეოთხე პოზიციაზე იყო. მედლის მოსაპოვებლად საჭირო იყო მესამე ადგილოსან იტალიასთან ორქულიანი ჩამორჩენის გაბათილება, თუმცა, ვერ მოახერხეს.
ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ. მან ყველა კომპონენტი მაღალ დონეზე შეასრულა და მსაჯებმა მისი გამოსვლა 140.17 ქულით შეაფასეს.
მაღალი ქულით შეფასდა სპორტული წყვილი – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა. დაიმსახურეს 139.70 ქულა, იაპონელების შემდეგ მეორე ადგილზე გავიდნენ და 9 ქულა გამოიმუშავეს.