საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს ჩაატარებს

12:28, 17.01.2026

დღეს საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, პირველ მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი „მალმე არენაზე“ ხორვატიას დაუპირისპირდება. მანამდე, ნაკრებმა ვარჯიში გამართა, რომელსაც სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დაესწრნენ.

ცნობისთვის, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრისას „თბილისი არენაზე“ საბერძნეთს დაუპირისპირდა. ისტორიული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით – 29: 26 დასრულდა. ამ გამარჯვების შედეგად ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოიპოვა ასპარეზობის უფლება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩს საქართველო 19 იანვარს შვედეთის წინააღმდეგ გამართავს, 21 იანვარს კი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

 

მსგავსი