საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ნაკრების წარმატება

15:30, 03.05.2025

საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ნაკრებმა აზერბაიჯანში გამართულ ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა. საერთაშორისო შეჯიბრი ჰეიდარ ალიევის 102 წლის იუბილეს მიეძღვნა, სადაც მონაწილეობა 20-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე სპორტსმენმა მიიღო.

საქართველოს ნაკრებმა ჯამში ოთხი ოქროს, შვიდი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ასევე აკადემიურ ნიჩბოსნობაში გუნდური თასი მოიგო.

მსგავსი