საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა

15:29, 08.06.2026

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 36-ე რიგითი ყრილობა დასრულდა. ფედერაციის წევრებმა განიხილეს ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიში, მიმდინარე პროექტები და ქართული ფეხბურთის განვითარების სამომავლო მიმართულებები. ყრილობაზე ყურადღება გამახვილდა ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაზე, რომელიც UEFA-სთან თანამშრომლობით მზადდება.

ფედერაციის ხელმძღვანელობის განცხადებით, პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, ბავშვთა და ახალგაზრდული ფეხბურთის გაძლიერება, ასევე ეროვნული ჩემპიონატების კონკურენტუნარიანობის ზრდა.

მსგავსი