საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. მონტენეგროში ვაჟთა და ქალთა შერეულმა გუნდმა შეჯიბრების ფინალში იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხა. დაპირისპირებები გურამ თუშიშვილმა, მარიამ ჭანტურიამ და ეთერ ლიპარტელიანმა მოიგეს. ლუკა მაისურაძე, მიხეილ ბახბახიშვილი და სოფიო სომხიშვილი კი დამარცხდნენ. ანგარიში თანაბარი – 3-3 იყო, როცა შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ დაპირისპირებაში, რომელიც ოქროს ქულამდე გაიმართა, სოფიო სომხიშვილმა იტალიელ მეტოქეს სძლია და საქართველოს ნაკრებს გუნდურ თანრიგში ოქროს მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი და ილია სულამანიძე. ეთერ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.